ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

“მიმდინარე ციტრუსის სეზონზე უკვე ექსპორტირებულია $12 მილიონის ღირებულების 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში – “იბერია ორბი ციტრუსი” – ვიზიტისას განაცხადა.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

“უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში სუბსიდირების ფარგლებში უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი, უხვი მოსავლის პირობებში, მთლიანად მოხდეს პროდუქციის დაბინავება”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

“იბერია ორბი ციტრუსს” 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება, დახარისხება და პარაფინირება შეუძლია. მიმდინარე ციტრუსის სეზონზე კომპანია 4 000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-გადამუშავებას გეგმავს, რომელიც სრულად ექსპორტზე იქნება გატანილი. საწარმოში ამ ეტაპზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

“იბერია ორბი ციტრუსი” ასევე იღებს არასტანდარტულ მანდარინს, რომლის გადამუშავების სიმძლავრე 24 საათში 200 ტონამდე ნედლეულს შეადგენს. აღნიშნული ნედლეულისგან იწარმოება ციტრუსის კონცენტრატი, რომლის ექსპორტზე რეალიზაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება. საწარმოს ასევე გააჩნია 3 000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა.

მსგავსი სიახლეები

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად,…
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნულია…